მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის პროექტი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს - კარლ ჰარცელი

ანაკლიის პროექტი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს – კარლ ჰარცელი

Published on

ანაკლიის პროექტი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობას გამოეხმაურა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროექტი განხორცილდება, რადგან სხვადასხვა მხარის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთისადმი უნდობლობის მიუხედავად, ამ პროექტისადმი კეთილგანწყობილი არიან.

“რაც შეეხება ანაკლიას, არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს. ჩვენ ყველა მხარისგან ვისმენთ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მხარეები დიდი ნდობით არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ორივე მხარისგან წამოსული განცხადებები არის კეთილგანწყობილი ანაკლიის პროექტის განხორციელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

სიახლეები

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...