მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნატოს დღეების" ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

“ნატოს დღეების” ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

საინფორმაციო სახის შეხვედრა ნატოს დღეების ფარგლებში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჩატარდა, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნარდაია განმარტავს, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მთავარი აქცენტები დღეს არსებულ და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა. „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“, – ამ ფრაზით შეაფასა შეხვედრა სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა, რადგანაც სწორედ მათი გადაწყვეტილებაა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.


სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...