მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

Published on

ზაზა ფარცვანიამ ზუგდიდის მერიის ააიპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 დირექტორის მადონა მაქაცარიას თქმით, მან დააკმაყოფილა ფარცვანიას განცხადება პოსტის დატოვების შესახებ. მან ყოფილი მოადგილის პოსტები სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თამთა თოდაძის მისამართის შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება დაგმო და განაცხადა, რომ ფარცვანიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

ზაზა ფარცვანია მსგავსი პოსტების წერაში არაერთხელაა შემჩნეული. მან  აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი სექტემბერში მაშინ გამოაქვეყნა, როცა აქციის მონაწილეებს დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სიახლეები

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის...

პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე

ნახვა tbl.ge/7h4x დაკოპირდა ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის...

აშშ-სა და ირანს შორის ომის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება

აშშ-სა და ირანს შორის ომის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პარასკევს არის დაგეგმილი. როგორც...

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...