მთავარისიახლეებისაზოგადოებაფონდი Soco-ს სარეაბილიტაციო სახლი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნა

ფონდი Soco-ს სარეაბილიტაციო სახლი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნა [Video]

Published on

ფონდი Soco-ს სარეაბილიტაციო სახლი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნა.  აღმაშენებლის ქუჩაზე დღეიდან იმ ცერემბრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, რომლებსაც ქალაქში გაჩერებისა და ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ, მათთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი. ეს ის კატეგორიაა, რომლებიც ზუგდიდში, გორკის ქუჩაზე მდებარე ნეიროგანვითარების ცენტრში გადიან მკურნალობას, სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის განმავლობაში ამ სახლში 4 ბენეფიციარი და მათი მშობელი უფასო სამჯერად კვებას და ტრასპორტის მომსახურებას მიიღებს.

მულტიფუნქციურ ცენტრში სამომავლოდ საზღვარგარეთიდან ექიმების ჩამოყვანა და ასევე  დღის ცენტრის გახსნაც იგეგმება, სადაც ბავშვები სხვადასხვა უნარ-ჩვევებს შეისწავლიან.

ასმათ ძიმცეიშვილი 14 წლის მარიამის დედაა, რომელიც სოფელ ერგეტაში ცხოვრობს, მისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა, როგორც თვითონ ამბობს შვებაა, რადგან შეზღუდული სტატუსის მქონე პირისთვის გადაადგილება და მასთან დაკავშირებული ხარჯები ძვირია.

სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას ადგილობრივებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...