მთავარიUncategorized27 წლის მეწარმე გალიდან, რომელიც malohandmade-ს ნივთებს მალე ევროპაში გაყიდის

27 წლის მეწარმე გალიდან, რომელიც malohandmade-ს ნივთებს მალე ევროპაში გაყიდის [Video]

Published on

ახალგაზრდა მეწარმე ქალის მალო კოტუას წარმატების ისტორია ამ სახელოსნოში იწყება, სადაც აქსესუარებსა და სხვადასხვა ნივთებს მეუღლესთან ერთად აკეთებს.Malohandmade თვითნასწავლმა ახალგაზრდამ რამდენიმე წლის დააფუძნა და ხელთნაკეთი ნივთებს ადგილობრივ ბაზრზე ყიდის. მალე გალში სოციალური საწარმოს გახსნასაც გეგმავს.

მალო კოტუამ მისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგებისა და საგრანტო პროგრამების შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ორგანიზაცია, „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით ზუგდიდში ჩატარებულ ფორუმზე გაიგო.

სანამ გალში სახელოსნოს გახსნის სურვილი რეალობად იქცევა, მალო ზუგდიდში, ცენტრი „აფხაზეთის„ ბაზაზე სოციალურ საწარმოში აფხაზეთიდან გადმოსულ გოგოებს სხვადასხვა ხელსაქმეს ასწავლის.

მაკო ჭკადუა საწარმოში ქალებს სუტაჟის ხელოვნებას ასწავლის.მათ უნდათ, რომ ხელნაკეთი ნივთები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაყიდონ.

თუმცა ამ სოციალურ საწარმოში ქალები მხოლოდ ხელსაქმეს არ სწავლოენ. პროექტის ერთერთი მიზანი ქალების გაძლიერება და დამოუკიდებლობაა.

პროექტის დასრულების შემდეგ გოგონები გეგმავენ ხელნაკეთი ნივთები ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანონ და ისე გაუშვან სარეალიზაციოდ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...