მთავარიUncategorized"ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ასობით პირი გაიქცა

“ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ასობით პირი გაიქცა

Published on

ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ასობით პირმა მოახერხა ჩრდილოეთ სირიაში არსებული სპეციალური ბანაკებიდან გაქცევა, რაც იქ თურქეთის ინტერვენციამ განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაცია ქურთულმა მხარემ გაავრცელა.

მათი თქმით, დაკავებულებმა მაშინ მიიტანეს იერიში ბანაკის ზღუდეებზე, როდესაც ახლომახლო მიმდინარეობდა ბრძოლები.

თურქეთმა შეტევა გასულ კვირას დაიწყო, რათა განდევნოს ქურთები რეგიონიდან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 130 000 ათასმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი და ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.

თურქული მხარე ქურთებს ტერორიზმში სდებს ბრალს და სურს განდევნოს ისინი “უსაფრთხო ზონიდან”, რომელიც სირიის დაახლოებით 30 კილომეტრს მოიცავს.

თურქეთი ასევე გეგმავს 3 მილიონი სირიელი ლტოლვილი გადაასახლოს აღნიშნულ “უსაფრთხო ზონაში”, რომლებიც ახლა თურქეთში ცხოვრობენ და მათი უმრავლესობა არ გახლავთ ქურთი, რამაც შესაძლოაადგილობრივი ქურთული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა გამოიწვიოს.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, რომ გამოიხმოს საკუთარი საჯარისო შენაერთები სირიის ჩრდილოეთიდან, შეაგულიანა თურქეთი, “სირიის დემოკრატიული ძალების” (Syrian Democratic Forces) წინააღმდეგ, რომელიც ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოს” (ტერორისტულ ორგანიზაციას)

დონალდ ტრამპმა თურქეთის მოქმედებები გააკრიტიკა და გამოთქვა მზადყოფნა, მკაცრი სანქციების დაწესებისთვის, თუ ეს აუცილებელი იქნება.

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-middle-east-50029540

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...