“საქართველოსთვის, ვფიქრობ, ყველაზე დიდი საფიქრალი დღეს ის არის, რომ თურქეთი რუსეთისკენ ბოლომდე არ გადაიხაროს

0
509

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზელ ჰინცი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის კრიზისი იდეალური დროა იმისათვის, რომ საქართველომ ყურადღება მიიქციოს და მისი ხმა და ძალა ყველას დაანახოს:

“საქართველოსთვის, ვფიქრობ, ყველაზე დიდი საფიქრალი დღეს ის არის, რომ თურქეთი რუსეთისკენ ბოლომდე არ გადაიხაროს. [თურქეთის] დასავლეთთან დაპირისპირება, ვფიქრობ, დროებითია და ის არ უკავშირდება ნატოს მოკავშირეებთან ღირებულებებში განსხვავებებს. თურქეთი ცდილობს ალიანსს დაანახოს, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც არ არის იმით შეზღუდული, თუ რა სურს მისგან დასავლეთს. თურქეთს ნატოში დარჩენა სურს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შავი ზღვაა. თურქეთი ისტორიულად დიდი სიფრთხილით აკვირდება შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერებას და ახლ ,ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით.

საქართველო ფრთხილად უნდა დააკვირდეს თურქეთის მოქმედებებს, მაგრამ არ მგონია, ეს სამუდამო ცვლილება იყოს. რუსეთს და თურქეთს არაერთი შეუთავსებელი უთანხმოება აქვთ – მათ შორისაა, მთიანი ყარაბაღიც, სადაც რუსეთი სომხეთს უმაგრებს მხარს, თურქეთი კი, აზერბაიჯანს”,- ამბობს პროფესორი ამერიკის ხმასთან სუბრისას

წინა სტატია„საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია თურქული ეკონომიკა მიწასთან გავასწოროთ“- აშშ-მ თურქეთი შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა
შემდეგი სტატიასაზარელი ავარია საბერძნეთში . დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის მძღოლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური