მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა თადუმაძის წინააღმდეგ მისივე უწყებაში საჩივარი შევიდა

შალვა თადუმაძის წინააღმდეგ მისივე უწყებაში საჩივარი შევიდა

Published on

შალვა თადუმაძის წინააღმდეგ მისივე უწყებაში საჩივარი შევიდა. იურისტები, ზაზა ხატიაშვილი და კახა წიქარიშვილი გენერალურ პროკურორს სავარუდო ყალბი დიპლომის გამოყენებაზე უჩივიან. ხატიაშვილის განცხადებით, ამ ფაქტზე გაჩუმება არ შეიძლება და პირველ რიგში იურიდიულმა საზოგადოებამ ერთიანად უნდა მიიღოს ზომები ამის გასაპროტესტებლად.

“​დღეს იურიდიული საზოგადოების მხრიდან გაჩუმება, ეს არის სირცხვილი – ჩვენ, ბევრი იურისტი, ბუჩქებიდან ვუყურებდით სააკაშვილის რეჟიმი როგორ ანადგურებდა სასამართლო სისტემას. დღესაც ბუჩქებიდან უყურებენ ივანიშვილის რეჟიმი როგორ ანადგურებს სისტემას და უტვინო მოსამართლეებს როგორ გვასვამს თავზე… სახეზეა სავარაუდო ყალბი დიპლომის გამოყენების ფაქტი. ფაქტობრივი გენერალური პროკურორი არის ივანიშვილი. თუ ივანიშვილს უნდა ამას გამოიძიებენ, თუ არ უნდა, არ გამოიძიებენ… არ შეიძლება ამ სიბინძურეზე გაჩუმება,”-აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ კანონი ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს,რის შემდეგაც შალვა თადუმაძემ გენერალური პროკურორის პოსტი უნდა დატოვოს. 

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, გამოძიების დაწყება არის სავალდებულო, შემდგომ როგორ წარიმართება ეს გამოძიება, რა მოქმედებებს ჩაატარებენ, ეს უკვე პროკურატურაზეა დამოკიდებული. გამოძიება როგორც კი დაიწყება, ის უნდა გადადეგს რომ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას,”-აცხადებს კახა წიქარიშვილი.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...