გიგა ბოკერიას მე ვერაფერი გავუგე, სიმართლე გითხრათ. რა უნდა ვერ გავიგე. – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ,,მთავარის” ეთერში/ – გასაგებია რომ გინდა აჩვენო განსხვავება მაგრამ არა იმდენად, რომ უნებლიედ დაასხა ივანიშვილის წისქვილზე წყალი… ”
სტრატეგიულ საკითხებში ევროპულ საქართველოსთან ვთანხმდებით, არ არის აუცილებელი ჩვენ შევრიგდეთ, უბრალოდ მე მგონია, რომ უნდა მოვრიგდეთ. იმაზე უნდა მოვრიგდეთ, ჩვენს შვილებს ვუტოვებთ ტვირთად ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის თუ ამ ფუნდამენტურ, ეგზისტენციალურ პრობლემას ვაგვარებთ ჩვენ, სანამ ცოცხლები ვართ. ვინც არ მორიგდება, ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა.
ევროპული საქართველოს ბევრ წევრთან მე ვმეგობრობ… მაგრამ, მე რაც არ მომწონს ევროპული საქართველოს ზოგიერთ ლიდერში არის ის, რომ თითქოსდა პროვოცირებენ. თუნდაც გიგა ბოკერია, მრჩება განცდა, რომ სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას. ამოცანად აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ომი. ” განაცხადა ნიკა მელიამ