მთავარისიახლეებისამართალიგიგა ბოკერია: „ბათიაშვილის საქციელი იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ”, თუმცა ყველა ადამიანს...

გიგა ბოკერია: „ბათიაშვილის საქციელი იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ”, თუმცა ყველა ადამიანს კანონის შესაბამისად უნდა მოექცე”

Published on

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

,,ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ  ჟურნალისტებთან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას .

ბოკერიას თქმით, მას აზრი ბათიაშვილზე არ შეუცვლია და ამბობს, რომ „ბათიაშვილის საქციელი იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ”, თუმცა მართლმსაჯულება გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს კანონის შესაბამისად უნდა მოექცეს.

„დიახ, დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და პროცესში მიუკერძოებლობის იმ ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბატონმა ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ეს ფირი შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის ეს.

ჩემი აზრი ბატონი ბათიაშვილის საქციელზე საერთოდ არ შემიცვლია, იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა ჩვენს ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში, იმიტომ, რომ ბატონი კვიციანი ყველას გვახსოვს სად წავიდა – რუსეთში. იქ შეიფარეს. ბატონი ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართმსაჯულება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს”, -აცხადებს ბოკერია.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...