მთავარიUncategorizedზაზა თავაძეს ,,პატრონი'' არ ყოლია, მაგრამ არც ,,ბოსი''ყავს ახლა?

ზაზა თავაძეს ,,პატრონი” არ ყოლია, მაგრამ არც ,,ბოსი”ყავს ახლა?

Published on

,,მე არ მყოლია არანაირი „პატრონი“, როგორც ამერიკელები იტყვიან, მე ვარ self made, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ასე უპასუხა მან მამუკა მდინარაძის კითხვას, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ თავაძე იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, იმ ფონზე, რომ პროფესიულ წარმატებას მიაღწია იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ყველა სფეროში ჩარევის მცდელობა იყო.

ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში დამოუკიდებელი და შეუვალი იქნება.

„ მე არ მყოლია არანაირი „პატრონი“ არასდროს და მოვდივარ ასე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონში. იქ დავამთავრე სკოლა, თბილისში რომ ჩამოვედი, ალბათ მანამდე თბილისში ნამყოფი ვიყავი 5-ჯერ, ამის შემდეგ მოდის და მოდის ჩემი კარიერა. აქედან გამომდინარე, მე ჩამოვყალიბდი ჩემი საქმის მცოდნედ, პროფესიონალად. ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე იქნებოდა ის, რომ პროფესიონალი ნებისმიერ დროში ფასობს.

გადახედეთ ჩემს ბექგრაუნდს, ბოლო 10 წლის გადაწყვეტილებებს. მე ძალიან ბევრ კომენტარს გავიხსენებ თქვენსას და თქვენი კოლეგებისას, რომ არ მოგწონდათ ჩემი გადაწყვეტილებები. მე ვფიქრობ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, მაგრამ ამის კრიტიკას ვერავინ დაგიშლით. შეიძლება ახლა ჩემთვის არასასურველ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, მე კვლავ ასე გავაგრძელებ. ვიქნები დამოუკიდებელი და შეუვალი“ – განაცხადა ზაზა თავაძემ.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...