მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

Published on

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენენ.

ცნობისთვის, ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შეუსაბამობაზე კანონის მოთხოვნასთან.

„თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს“, – ნათქვამია ანგარიშში.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...