მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა [Video]

Published on

ქალთა მიმართ ძალადობის დასაგმობად და თამთა თოდაძის  მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია გაიმართა. “სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის” ორგანიზებით მოწყობილ აქციაში არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების ნწარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „არა ნიშნავს არას!“ ნუ მათვალიერებ“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“.

შეკრებილები მთავარი პროკურორისაგან სამართლიანი გამოძიების წარმართვას და დამნაშავის დასჯას ითხოვდნენ. თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი.

თამთა თოდაძის მხარდასაჭერი აქცია თბილისშიც გაიმართა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...