მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო

პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო

Published on

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო,  ვიდრე აქციის მონაწილე.

ინფორმაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მთავარ საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

საია-ს ცნობით, პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა.

“რომ შევხედოთ ჩვენ სტატისტიკას დაკავებულების რაოდენობას, იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ, ვხედავთ, რომ ყველაფერი არის შერჩევითი. მაშინ, როდესაც არ არის დასჯილი არც ის ადამიანი, რომელიც გასცემდა უკანონო ბრძანებას და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა გახარიასი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შერჩევითი მიდგომები იყო ამ საქმეზე”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...