მთავარისიახლეებისაზოგადოებაიუნესკომ 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად თბილისი დაასახელა

იუნესკომ 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად თბილისი დაასახელა

Published on

იუნესკომ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. ამის შესახებ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“.

იუნესკოს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას. პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად.

ღონისძიებების მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა სოციალური ფენისთვის.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს. 2020 წელს ეს წოდება მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურს, 2019 წელს კი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯას მიენიჭა.

სიახლეები

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...