35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

0
505

სასტიკი მკვლელობა რუსთავში – საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.


ერთ-ერთი ბრალდებულისა და გარდაცვლილის მეგობრის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა ბრალი დაუმძიმდა.

“გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა,. ბრალის ფორმულირება შეიცვალა. ის დაკავებული იყო სსკ-ის 370-ე მუხლით, ხოლო ახლა დაკავებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3ა-თი, ანუ ეს მუხლი ითვალისწინებს ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას. ანუ ბრალდების ვერსია და ვარაუდი არის, რომ თურმე, ჩვენ პოლიციელებთან ერთად დავგეგმეთ ჩვენი მეგობრის გატაცება. ეს არის აბსურდი, არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება. ჯერ უნდა იცოდე, რომ პოლიციელი იტაცებს და ეს წარმოუდგენელია, როდესაც პოლიციელის ფორმა აცვია, როგორ შეიძლება, შენ განცდა გქონდეს, რომ იტაცებს, როდესაც ოფიციალურად პოლიციელია. ეს ერთი და მეორე, როგორ შეიძლება, შენი მეგობარი გადასცე პოლიციელებს, რომ შემდგომ მათ თუ სხვებმა აღნიშნული პიროვნება მოკლან. ეს მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ბრალდება განწირულია, დღის სინათლეს ვერ იხილავს” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე იცნობით, დაკავებული გიორგი გეთაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

დღესვე პროკურატურამ ბრალი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს 143-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, კიდევ ერთ დაკავებულს, გ.ა-ს კი ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციელებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე არიან დაკავებული ამ დრომდე ადვოკატები არ ჰყავთ. რუსთავის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, 35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. დაღუპულს 30ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი დააკავა.

წინა სტატიაიუნესკომ 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად თბილისი დაასახელა
შემდეგი სტატია“ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია”- ლევან თორია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური