როგორ იძია შური ივანიშვილმა გია ყანჩელზე, ჩვენი დროის უდიდეს კომპოზიტორზე

0
1023

მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თბილისობა უნდა გაუქმებულიყო ან გადადებულიყო, რადგან, როცა გენიოს მუსიკოსს გია ყანჩელს უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ, ქუჩებში პირშიმწვადგაჩრილ მთვრალ ხალხს არ უნდა ევლო.

,,გია ყანჩელი იყო ერთადერთი მსოფლიო დონის ქართველი კომპოზიტორი და ძალიან გამბედავი პატრიოტი.კაცი, რომელმაც დაგმო ის, რაც ქვეყანაში ხდება და პირდაპირ დაარტყა ივანიშვილს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა მას სამაგიერო გადაუხადა, ამ დონემდე დასვლა ივანიშვილისთვისაც კი სირცხვილია. როცა დაიღუპა გენიოსი, არ შეიძლება თბილისობა ხორხოცობდეს მწვადით პირში გაჩრილი ადამიანები, ეს უნდა გაუქმებულიყო, არამგონია, რომ ეს კალაძეს შეშლოდა, ეს არის ივანიშვილის შურისძიება და იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ კაცი რომლის ინტერვიუებს ვიღებთ საჯარო პანაშვიდებზე, ყანჩელის პანაშვიდზე არ მისულიყო . ” – განაცხადა გვარამიამ.

მას ეთერში პიჯაკის ბორტზე ყვითელი ფოთლები ჰქოდა დამაგრებული და რესპონდენტებსაც ურიგებდა,

,,ყვითელი ფოთლები” რომელიც ყანჩელმა შექმნა, გადაიქცა მისივე სიმბოლოდ და დღეს ყვითელი ფოთლებით ვიჯდები ეთერში და ასე მივაგებ პატივს. გია ყანჩელის ხსოვნას” – განაცხადა ნიკა გვარამიამ

წინა სტატიასოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: გია ყანჩელი, რაც თავი მახსოვს, სულ იყო ჩემთან და სანამ ვიქნები, დარჩება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური