მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ,,გერმანია ატიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-სა და ევროკავშირში

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ,,გერმანია ატიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-სა და ევროკავშირში

Published on

თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისა – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. (თარგმანი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის)

მისი თქმით, ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიას საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვთ. 

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს არ ჰყავს, მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს, ე.წ სადემარკაციო ხაზს. თქვენ ახსენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი”- თქვა გერმანიის პრეზიდენტმა. 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ორი ქვეყნის ინტენსიურ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

“ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული თანამშრომლობა, რომელიც თქვენ ახსენეთ. მე ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი გერმანიის პრეზიდენტის რანგში საქართველოში. დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არამხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის მართლაც სამაგალითო, ძალიან ინტენსიური გაცვლა გვაქვს გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თბილისსა თუ ბერლინში, საქართველოსა თუ გერმანიის სხვა ქალაქებში”- თქვა გერმანიის პრეზიდენტმა. 

სიახლეები

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...