მთავარიUncategorizedექსპერტები არ ეთანხმებიან საპატრიარქოს მიერ მოყვანილ ინფორმაციას, თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე...

ექსპერტები არ ეთანხმებიან საპატრიარქოს მიერ მოყვანილ ინფორმაციას, თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე სიმულანტობს

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოჯახის მოთხოვნით, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული მამალაძის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და არ ეთანხმებიან საპატრიარქოს მიერ მოყვანილ ინფორმაციას, თითქოს იგი სიმულანტობს.

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებული არაადეკვატურ გარემოში მკურნალობს.

ამავე ცენტრის ექიმ-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა სამწუხაროს უწოდებს, მისი კოლეგების დასკვნას, რომელიც საპატრიარქომ გუშინდელ განცხადებაში არგუმენტად მოიყვანა.

“ჩვენ გავეცანით დასკვნას, რომელიც სამწუხაროდ დაწერილია ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მიერ. ამ ეტაპზე კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, ამ შემთხვევაში სიტყვა სიმულაცია საერთოდ არ განიხილება”- აცხადებს იგი

მსჯავრდებულის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სწორედ საპატრიარქოს დაკვეთით ხდება ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება არ მოხდეს.

“დაწერეს დასკვნა, სადაც წერია სიტყვა სიმულაცია. ამან გაგვიჩინა ეჭვები. ჩემი ძმა რეალურად არის ძალიან ცუდად. პარალიზებულია. ეს არის მიზანმიმართული ქმედება საპატრიარქოს მხრიდან. პირველები ისინი, მამა ანდრია ჯაღმაიძის სახით გამოხდნენ და თქვეს, რომ ჩემი ძმა იტყუება. ამ ყველაფრით მათ სურთ ის ცოდვა ჩამოირეცხონ, რაც აწევთ ზურგზე. ჩემი ძმა არ იტყუება და ამას ექსპერტიზა დაამტკიცებს”- აღნიშნა მამალაძემ.

ცნობისათვის, საპატრიარქომ 4 ოქტომბერს გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელიც ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა და სასულიერო პირის მხრიდან სიმულაციაზე მიანიშნებს.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...