მთავარისიახლეებისაზოგადოებარეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს [Video]

Published on

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის შესახებ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინფორმაცია ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში მიაწოდეს. პროგრამის მიზანიამეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამაზე რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყო და 3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, დასრულდება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისია მინიმუმ3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას,  საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე; სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...