გურამ ჩალაგაშვილმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილს აგინა და აცხადებს, რომ გამიშვებთ, მერეც შევაგინებო

0
586

სამართლადამცავებმა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს.

ჩალაგაშვილს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს” .

,,გამარჯვებული საქართველოს” ერთი-ერთი ლიდერი კოტე კემულარია მისი თანაგუნდელის გურამ ჩალაგაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.მისი თქმით, ხელისუფლებას სურს ოპოზიური სპექტრის მიმართ განახორციელოს ზეწოლა, რათა გადაფარონ ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება.

“გურამ ჩალაგაშვილისგან უნდათ ხულიგანი გამოიყენონ ეს კიდევ ერთი ნონსენსია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. გურამი დააკავეს წუხელ ორიდან სამ საათამდე, იყო მეგობართან მოდიოდა სახლში და საჭესთან იჯდა მძღოლი, გადაუჭრეს გზა და რამდენად მე ვიცი, რამდენიმე პატრულის მანქანა იყო, გადმოიყვანეს მანქანიდან და იყო უხეში მოპყრობა და შემდეგ ის გააფორმეს ისე, რომ ჩალაგაშვილმა იხულიგნა.

ამასთან კოტე კემულარია ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი, გურამ ჩალაგაშვილი ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის დააკავეს.

“ჩალაგაშვილმა აღიარა და თქვა, რომ რომ გამიშვებთ მერეც შევაგინებო”- აღნიშნა კემულარიამ.

დღეს უნდა გაიმართოს სასამართლო და რამდენადაც მე ვიცი, ადმინისტრაციულ ბრალდებას უყენებენ. გურამ ჩალაგაშვილის ხულიგნობის მუხლით დაჭერა სხვა არაფერს ნიშნავს გარდა, პოლიტიკურ დევნას” – განაცხადა კოტე კემულარიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე გურამ ჩალაგაშვილის დაკავებას წინასაარჩევნოდ რუსეთის დაკვეთად აფასებს. მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ადამიანს აქციაში მონაწილეობისთვის იჭერენ.

“ეს არის ფაქტობრივად რუსეთის შეკვეთა, რომ წინასაარჩევნოდ ვისაც კი რამე ოდნავ პოლიტიკური ძალა აქვს და წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ივანიშვილის ხელისუფლებისადმი გამოიყენოს ყველა მეთოდი, ზოგი დაპატიმროს, უდანაშაულოდ ზის ოქრუაშვილი. სამარცხვინოა, მიტინგში მონაწილეობისთვის ადამიანი დღეს არის დაპატიმრებული და მისი პარტიის წინააღმდეგ დღეს მიდის ციხეში იმიტომ, რომ ივანიშვილი განიხილავს როგორც საფრთხეს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მას რეგიონებში აქვ საკმაო ავტორიტეტი” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

წინა სტატია“შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ”- მწვავე დაპირისპირება ბოკერია-მარშანიას შორის
შემდეგი სტატიაბორდერიზაცია ციფრებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური