მთავარისიახლეებისამართალი"მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ"- ძმის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ...

“მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ”- ძმის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა [Video]

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომდგომლობა. ,,მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ,”- აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე და უფლებადამცველის ყოლაზე უარი განაცხადა. 28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...