მთავარისიახლეებისაზოგადოება„ეს ქვეყანა შენია!“- კამპანიის პრეზენტაცია

„ეს ქვეყანა შენია!“- კამპანიის პრეზენტაცია [Video]

Published on

„ეს ქვეყანა შენია!“- კამპანიის  პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება. ღონისძიებას ესწრებოდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კატალინ გერმანიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით საქართველოს ახლო მოკავშირეა.

ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა საზოგადოების დამოკიდებულება და სტერეოტიპები, რომელიც გავრცელებულია მოსახლეობაში, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, აუცილებელია მოსახლეობის გააქტიურება, რადგან ბევრი მოქალაქე არის პასიური, რაც ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზეც აისახება. კვლევების საფუძველზე შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია. შეირჩა სოციალურად აქტიური ჯგუფები: სტუდენტები, ახალგაზრდობა, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მედია. განისაზღვრა, რომელი არხების ინსტრუმენტების გამოყენებით ქცევის რა ცვლილება შეიძლება იყოს მიღწეული თითოეულ სამიზნე ჯგუფში.

სიახლეები

პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და...

მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ გიორგი კინოიანს – აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან შეკრებას გეგმავენ

ერევანში დაკავებული ქართველი მებრძოლის გიორგი კინოიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რუსეთში ექსტრადიცია ელოდება, სამოქალაქო აქტივისტები ცოტა...

სანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს – რუსეთის პასუხი ტრამპს

კრემლმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მის მზადყოფნაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი...

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა...