მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება ვალდებულია, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი გასცეს-...

ხელისუფლება ვალდებულია, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი გასცეს- დავით ბაქრაძე

Published on

„რა თქმა უნდა, შესაბამის კონტექსტში და ფორმატში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან. მით უმეტეს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ვხედავთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობას, არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რასაც სთავაზობს „ევროპული საქართველო“. ბუნებრივია ეს აჩენს კითხვის ნიშნებს იმის თაობაზე, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რა შედეგი დადგა და რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა ჩვენს დეკლარირებულ პოლიტიკურ ამოცანებს. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია,  ამ ლეგიტიმურ კითხვებზე გასცეს დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი საზოგადოებას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხად მიიღებს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერ უნდობლობას საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დეპუტატის შეფასებით, ოკუპანტთანაც საჭიროა დიალოგის წარმოება  ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მაგრამ არა დაფარულად.

„ვიმეორებ, რუსეთთან სწორ კონტექსტში და ფორმატში დიალოგი პრობლემა არ არის, მათ შორის ოკუპანტთანაც უნდა აწარმოო დიალოგი შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამას აკეთებს დაფარულად, როდესაც ამის შესახებ ვიგებთ რუსული მხრიდან და, როდესაც ამას წინ უძღვის კონტექსტი, როცა ხელისუფლება წინააღმდეგია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების. ეს ყველაფერი აჩენს სწორედ კითხვებს და დაველოდოთ ამ კითხვებზე პასუხებს. თუ გასცემს საზოგადოებას ხელისუფლება ამ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს, მით უკეთესი მათთვის, თუ არა, საზოგადოების რეაქცია და მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ძალის რეაქცია იქნება შესაბამისი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....