სერგეი ლავროვი: ,,თუ საქართველო ნატოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე შევა, ომს არ დავიწყებთ, მაგრამ …“

0
663

გპირდებით, ჩვენ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად თვლის, სერიოზულად შეირყევა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Kommersant-თან ინტერვიუში საქართველოს ნატო-ში გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, დახურა თუ არა რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, ლავროვმა უპასუხა, რომ ეს რუსეთის მიზანი არ ყოფილა.

„ჩვენ არაფერი დაგვიხურავს, ეს ჩვენი მიზანი არ ყოფილა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ, როცა მიხელ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიცემული ყველა პირობა დაარღვია, სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა და მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა. ჩვენ მაშინ ნატო-ზე არ ვფიქრობდით, ჩვენ მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატო-ს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის,“ – განაცხადა ლავროვმა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუკი საქართველო ნატოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანდება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებს.

„ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმაც კი ისაუბრა. გპირდებით, ომს არ დავიწყებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად მიიჩნევს, სერიოზულად შეირყევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

წინა სტატიალიაში გაზის აფეთქების შედეგად სახლი დაიწვა
შემდეგი სტატია“ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი, წესრიგი რომ არ აქვთ”- ხურჩაში ჯარისკაცი დაიჭრა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური