მთავარისიახლეებისაზოგადოება"ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება"- მერის მოადგილე დარჩელის საბავშვო ბაღზე

“ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება”- მერის მოადგილე დარჩელის საბავშვო ბაღზე [Video]

Published on

დარჩელის საბავშვო ბაღის ვიდეოსთან დაკავშირებით ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა განმარტავს, რომ ეს არის ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება და ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

” „დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგას ჯგუფი. შესაბამისად აქ არ არის დასაძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით, ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც რა თქმა უნდა რეაგირების გარეშე არ დარჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დარჩელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი ბაღი 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს შესრულებულია საპროექტო სამუშაოების 90 %. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ბაღები აშენდება, ანაკლიაში, ჯუმში, შამგონაში ჭითაწყარში, რუხში, დარჩელში და ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე“. – განმარტა მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...