მთავარისიახლეებისამართალი"გავრილოვის ღამის" საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური ერთი თვეა შიმშილობს

“გავრილოვის ღამის” საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური ერთი თვეა შიმშილობს

Published on

“გავრილოვის ღამის” საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური უმძიმეს მდგომარეობაშია. როგორც “ნიუპოსტს” 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილიმა განუცხადა, ჯიქურმა 30 კილოგრამი დაიკლო, პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, სისხლში შაქრის შემადგენლობა ძალიან დაბალი აქვს და ეტლითაც კი ვერ ახერხებს გადაადგილებას.

ადვოკატის თქმით, ახალგაზრდა 30 დღეზე მეტია შიმშილობს.

“ციხის საავადმყოფოში, მეთვრამეტე დაწესებულებაშია მოთავსებული. 30 კილოგრამი დაიკლო, განახევრებულია კაცი. შაქარი აქვს დაწეული, წნევები აწუხებს. მარცხენა -ხელ-ფეხი აქვს პარალიზებული და პერსონალის დახმარების გარეშე ეტლითაც კი ვერ გადაადგილდება”- განაცხადა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული6 პირს – ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილს და ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ ლევან ჯიქურის დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად 5.000 ლარის გირაოს შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა და ჯიქური პატიმრობაში დატოვა

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...