მთავარისიახლეებისამართალი,,ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ აუცილებლად შევიტან სარჩელს'' - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გენპროკუატურაში...

,,ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ აუცილებლად შევიტან სარჩელს” – აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გენპროკუატურაში დაკითხვის შემდეგ

Published on

,,ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ აუცილებლად შევიტან სარჩელს და ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ ვინც საჯაროდ ხელი დამადო და თითქოს მამხილა კორუფციაში – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ გენერალურ პროკურატურაში, გამოკითხვის შემდეგ თქვა. 

გაბუნიას თქმით, გამოძიების დასრულებისთანავე, ყველა ის პირი, როგორც თვითონ ამბობს, ცილი დასწამა, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. 

“ვინც მე დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. პირადად ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. როცა ჩემი ოჯახი არის ასეთ დღეში და პირადად მე შემეხო ეს საკითხი. მე არ ვიცი, ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა. მე ვსვამ ამ შეკითხვებს. ვის სჭირდებოდა ჩემი გარევა, როდესაც ყველაფერი გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ნათელი იყო”- ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით, ის გენერალურ პროკურატურას სრულად ენდობა. 

“მე დარწმუნებული ვარ რომ გამოძიება, დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა პირი. მე განცდა დამრჩა, რომ გამოძიება არის დაინტერესებული გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას”- აღნიშნა გაბუნიამ

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, გაუთქმელობის ხელწერილი დადო და დეტალურად გამოკითხვაზე ვერ ისაუბრებს. 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...