მთავარისიახლეებისაზოგადოებაელექტრონული სამაჯური მსხვერლისა და მოძალადისთვის

ელექტრონული სამაჯური მსხვერლისა და მოძალადისთვის [Video]

Published on

შსს-ს ადამიანის უფლებათადაცვის დეპარტამენტი მსხვერპლთა დაცვის მიზნითა და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისთვის, ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგავას გეგმავს. მოძალადეზე, რომლის მიმართაც გამოცემული იქნება შემაკავებელი ორდერი და იარსებებს ძალადობის გამეორების რეალური რისკი, ელექტრონული მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემა დაუწესდება. სამაჯური ასევე დაუმაგრდება მსხვერპლსაც და დაექვემდებარება მონიტორინგს. ელექტრონული ზედამხედველობის ინსტრუმენტი გააკონტროლებს, თუ რამდენად ასრულებს მოძალადე შემაკავებელი ორდერით დაკისრებულ ვალდებულებას. ამ ეტაპზე 100 ელექტრონული სამაჯურიუკვე შეძენილია და მას შემდეგ რაც ცვლილებები ძალაში შევა, კანონპროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება. კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და უახლოეს მომავალში ის პარლამენტს გადაეგზავნება.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...