მთავარიUncategorized3-4 ოქტომბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია ეწვევა

3-4 ოქტომბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია ეწვევა

Published on

3-4 ოქტომბერს, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი ქალაქ ბათუმში გაიმართება.

დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იქნებიან . როზ გოტმიულერი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს.

როგორც ნატოს ვებგვერდზეა აღნიშნული, საბჭოს წევრები შეხვდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და სხვა დეპუტატებს.

გარდა ამისა, ნატოს ელჩებს სამუშაო სადილი ექნებათ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. ისინი შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოებას და საზღვრის დაცვის ორ საზღვაო ხომალდს მოინახულებენ.

ამასთანავე გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სიტყვით მიმართავს

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...