მთავარისიახლეებისამართალი"ვის დასჭირდა ჩემი სახელის გათხვრა?" - დიმიტრი გაბუნია არ გამორიცხავს...

“ვის დასჭირდა ჩემი სახელის გათხვრა?” – დიმიტრი გაბუნია არ გამორიცხავს ცილისმწამებლის მიმართ საქმის აღძვრისთვის პროკურატურას მიმართოს

Published on

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ აინტერესებს “ვის დასჭირდა მისი სახელის გათხვრა” და შეწყალების საქმესთან მისი დაკავშირება. 

გაბუნიას თქმით, მისი მოთხოვნით, მიმდინარეობს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება.

“ვის დასჭირდა ჩემი სახელის და გვარის გათხვრა, ეს უკვე მე მაინტერესებს. იურისტთა ჯგუფი, ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს ჩემი მოთხოვნით დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებაც ამასთან დაკავშირებით. მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირეების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეუბნებით გულწრფელად. ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი სამეგობრო არიან განადგურებული, ესე არ შეიძლება რა ხალხო თითის დადება. ვის ინტერესში იყო ჩემზე თითის დადება, ჩემი სახელის და გვარის დასახელება, არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა”, – თქვა გაბუნიამ.

ის არ აკონკრეტებს რომელი მედია აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას და არის თუ არა ამასთან კავშირში მისი ყოფილი პარტნიორი პაატა სალია, რომელიც ახლა რუსთავი 2-ს ხელმძღვანელობს.

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, რომ ცამდე მართალია და ყველა მოითხოვს ყველა იმ ადამიანის პასუხისგებას, ვინც “ეს დაგეგმა”.

“ეს ყველაფერი რომ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის და საზოგადოების წინაშე ვარ ცამდე მართალი, საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, აი, მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა, სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას. რას გავაკეთებ, თქვენთვის ღია იქნება, მედიისთვის”, – თქვა გაბუნიამ.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...