მთავარისიახლეებისამართალიმოსამართლეობის კანდიდატი არსებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს - ყველაფერი მოსწონს?

მოსამართლეობის კანდიდატი არსებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს – ყველაფერი მოსწონს?

Published on

,,დღეს უზენაესი სასამართლო იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. იქ ჩემი კოლეგები მუშაობენ, ცხადია და მათი გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა ჩემთვის. ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, არაეთიკურია ჩემგან იმაზე საუბარი, რა მომწონს ან რა არ მომწონს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილებებში და რას შევცვლიდი.

ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მე სააპელაციო დონეზეც მაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მოწონებული და პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან განმარტებად იქნა მიჩნეული უზენაესი სასამართლოს მიერ. ამიტომ, მე ჩემს საქმიანობას სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებ ჩემს კოლეგებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეს მარტო არ მიიღება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები კოლეგიალურად იქნეს მიღებული” – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ ქართული ოცნების დეპუტატ დავით მათიკაშვილის კითხვას რას შეცვლიდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს მოუსმენს, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...