მთავარისიახლეებისამართალი"კლანი უნდა წავიდეს" - პარლამენტთან მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

“კლანი უნდა წავიდეს” – პარლამენტთან მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

Published on

“კლანი უნდა წავიდეს” – აღნიშნული მოთხოვნით, დამოუკიდებელი იურისტები და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი პარლამენტთან მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პარლამენტს, შერჩევის პროცესი სამართლიანად წარიმართოს, რადგან სია რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს მიხეილ ჩინჩალაძის კლანის მიერ არის შერჩეული და დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ უზრუნველყოფს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოხდება. .

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

აღნიშნული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს პარლამენტისთვის წარდგენილი იმ ათკაციან სიაშიც იყვნენ, რომელთა განხილვაც პარლამენტმა შეაჩერა.

თითო კანდიდატის მოსმენისთვის კი 6-საათიანი დროა განსაზღვრული. მ

ზოგადად პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები არიან: 1.თამარ ალანია 2.მერაბ გაბინაშვილი 3. შოთა გეწაძე 4. მირანდა ერემაძე 5. მამუკა ვასაძე 6. მაია ვაჩაძე 7. თამარ ზამბახიძე 8. შალვა თადუმაძე 9. ზაზა თავაძე 10. ვლადიმერ კაკაბაძე 11. ლევან მიქაბერიძე 12. გიორგი მიქაუტაძე 13. პაატა სილაგაძე 14. ნუგზარ სხირტლაძე
15. ლალი ფაფიაშვილი 16. ნინო ქადაგიძე 17. ლაშა ქოჩიაშვილი 18. ქეთევან ცინცაძე 19. ალექსანდრე წულაძე 20. გოჩა ჯეირანაშვილი.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...