მთავარიUncategorizedუახლოესი დღეების ამინდი

უახლოესი დღეების ამინდი

Published on

სინოპტოკოსების ცნობით დასავლეთ საქართველოში უახლოესი დღეები წვიმიანი იქნება ( თუმცა არა ყველგან) – 18 სექტემბერს ღამით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ხოლო 19-20 სექტემბერს – მცირე წვიმა. ტემპერატურა +14, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი 3 დღის განმავლობაში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. 18 სექტემბერს იწვიმებს ღამის განმავლობაში. ტემპერატურა +10, +32 გრადუსი იქნება. შედარებით ძლიერი იქნება ქარი 18 სექტემბერს და მისი სიჩქარე 20-25მ/წმ მიაღწევს.

ზუგდიდში დღეს 18 სექტემბერს მოღრუბლულობაა ( ტემპერატურა 12°   28° ) , მაგრამ meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ მზიანი ამინდი გვექნება ( 15°   28° ). 20 სექტემბერს – ისევ მოღრუბლულობაა (15°   25°) , შაბათს, 21 სექტემბერს იწვიმებს (9°   18°), კვირას, 22 სექტემბერს წვიმა გადაიღებს, მაგრამ კვლავ მოღრუბლულობაა მოსალოდნელი ( 7°   18°)

თბილისში 18 სექტემბრის ღამეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ქარის სიჩქარე 17-22მ/წმ იქნება. ღრუბლიანი თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი 19-20 სექტმბერს თბილისში ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში +16, +31 გრადუსი იქნება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...