მთავარისიახლეებისაზოგადოება2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მეხუთე ადგილზეა

2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მეხუთე ადგილზეა [Video]

Published on

მას შემდეგ რაც შენეგნის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. 2018 წელს ამ ციფრმა 2016-თან შედარებით 87%-ით მოიმატა. როგორც შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა განაცხადა 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მეხუთე ადგილზეა, ხოლო ახალჩამოსულთა სტატისტიკით მესამე ადგილზე, მისივე თქმით დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩასული ადამინების განაცხადებს კონკრეტული საფუძველი არ გააჩნიათ, შესაბამისად თავშესაფარზე დადებითი პასუხი თთქმის არავის მიუღია. ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურსაც შეხვდა და ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელის ფარგლებშიც საქართველო და შვეიცარია მიგრაციის კუთხით არსებულ თანამშრობლობას კიდევ უფრო გააფართოებენ.


სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...