მთავარისიახლეებისამართალი,,სამარცხვინო ქალი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას თუ რა შედეგი მოყვება მის ქმედებებს''

,,სამარცხვინო ქალი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას თუ რა შედეგი მოყვება მის ქმედებებს”

Published on

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტის შეწყალების მორიგ აქტს, რომლის თანახმად, ვადაზე ადრე გათავისუფლდა  დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე.

ასლან ბეჟანიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე   სამადაშვილის თქმით, მისთვის გაურკვეველია, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იწყალებდეს მკვლელებს და დღემდე საპატიმროში იყოს მღვდელი, გიორგი მამალაძე, რომელსაც შეწყალებაზე უარი ორმა პრეზიდენტმა უთხრა.

“რამდენადაც ვიცი, ოთხმეზურის მკვლელი მიმალვაშიც იმყოფებოდა, ვიდრე დაიჭერდნენ ანუ, მისი დაჭერა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან მართლმსაჯულებას გაექცა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა პრინციპებით და რა მოსაზრებებით შეიძლება ვინმემ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ რაღაც ნეპოტისტური სქემა არსებობს, რომლითაც ქალბატონ ზურაბიშვილს მისთვის სანდო პირები გარკვეული პირების შეწყალებას ურჩევენ და ის შემდგომ ამ გადაწყვეტილებას იღებს. ქალბატონი ზურაბიშვილი საჭიროდ არ თვლის, რომ საზოგადოებას აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხს ჩვენ ვერ გავიგებთ”, – განაცხადა მან.  

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხვინო ქალი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას თუ რა შედეგი მოყვება მის ქმედებებს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი იქცევა უპასუხისმგებლოდ, როდესაც მან შეიწყალა პოლიციელი მკვლელი შემდეგ თქვა, რომ არ არის ვალდებული ვინმეს რამე აუხსნას სწორედ ეს არის პრობლემა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ თვლის ამომრჩევლის წინაშე თავს ვალდებულად. ის თვლის ერთადერთი ადამიანის წინაშე თავს ვალდებულად ეს ივანიშვილია და მის მიმართ არის ლოიალური და ასრულებს იმ ვალდებულებას რაც მოდის მთავრობისგან. შესაბამისად ეს არის სამარცხვინო ქალი, რომელიც საერთოდ არაფერს არ აქცევს ყურადღებას თუ რა შედეგი მოყვება მის ქვემედებას” – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

დავით ოთხმეზური

ეკა ბესელიას თქმით, ოჯახი სამართალის რამდენიმე წელი ელოდებოდა და პრეზიდენტი ვალდებულია გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ურჩია ასლან ბეჟანიძის ასე მოკლე დროში გათავისუფლება.

“წლების განმავლობაში ოთხმეზურის ოჯახი (მეც შევხვედრილვარ მათ სხვათაშორის), ეძებდა სამართალს და რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ იპოვა სამართალი, დიდი დრო არ არის, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება შეცვალა წინა განაჩენები და თქვა, რომ მკვლელი არის ეს კონკრეტული ადამიანი და მოხდა მსჯავდებულის დაკავება. რადგან, გაჩნდა ამდენი კითხვა საზოგადოებაში იმსახურებს ეს თემა ნამდვილად, რომ პრეზიდენტმა ვინ ურჩია და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რატომ მოხდა ასე მოკლე დროში შეწყალების აქტის გამოყენება, როდესაც განაჩენის აღსრულება ისედაც დაგვიანდა და ოჯახი რამდენიმე წელია ელოდება სამართლიანობას ამიტომ საჭიროა, ნამდვილად მეტი სიცხადე რა მოხდა ამ შემთხვევაში” – განაცხადა ეკა ბესელიამ

სიახლეები

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...