მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.

თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.

Published on

ჭავჭავაძის გამზირზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა,. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა ქვეშ მოიყოლა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია. კომპანია უნივერსიტეტის A და E კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს.

„უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია “ენ ეს გრუპი“. ჩვენ ტენდერი გამოცხადებული გვქონდა ეზოს რეაბილიტაციაზე და აგვისტოში გავაფორმეთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. ხელშეკრულების თანახმად საუშაოები ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. – განაცხადა ლაკირბაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...