მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პატრიოტთა ალიანსის" ანტიამერიკული აქცია

“პატრიოტთა ალიანსის” ანტიამერიკული აქცია

Published on

“პატრიოტთა ალიანსი” ქვეყნის მთავარ მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს ღიად უპირისპირდება და ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს. =

ირმა ინაშვილი დეივიდ კრამერსა და მეთიუ ბრაიზას სასამართლოში უჩივის . პარტიის მომხრეებმა აქცია საგარეო უწყებასთან რამდენიმე დღის წინ გამართეს. დღეს კი ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებს ამერიკის საელჩოსთან აპროტესტებენ.

ირმა ინაშვილის თქმით, ამერიკელ პარტნიორებს ეტყვიან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია.

” ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერთ მწამებელ ბოკერიას, მწამებელ სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს და სწორედ ეს აძლიერებს ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობებს.~

ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოსთან ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ თქვენ არა ხართ ჩვენი დირექტორები. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება. ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენთან, თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არა ვართ თქვენი კოლონია და ჩვენ არ ვაპირებთ, გავხდეთ ან თქვენი კოლონია ან რუსეთის გუბერნია, საქართველო განვითარდება მომავალშიც, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. არცერთ კრამერს არ ექნება იმისი უფლება, რომ ხელით შეეხონ საქართველოს პარლამენტის წევრს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის თქმით, პარტია აშშ-ის საელჩოს მიმართავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა.

“საგანგებო ნოტით, წერილით მივმართავთ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ამერიკის საელჩოს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ისე სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს და ჩვენს პარტნიორებს” – თქვა ინაშვილმა.


ამრიგად, “პატრიოტთა ალიანსი” დასავლეთის წინააღმდეგ უკვე გადამწყვეტ შეტევაზე გადადის. ოპოზიცია და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მმართველი გუნდის ანტიდასავლური გეგმაა, რომელსაც ხელისუფლება “პატრიოტთა ალიანსის” დახმარების ასრულებს.

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...