მთავარიUncategorizedზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე, მეორის კი...

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე, მეორის კი საშუალო სიმძიმისაა

Published on

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე, მეორის კი  საშუალო სიმძიმისაა. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერი სულხან ორჟონია ამბობს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გართულებების რისკი არსებობს.

“ორივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ერთს აქვს მარჯვენა ბარძაყის და წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, ტრავმული შოკი. მეორეს სხეულის მრავლობითი ჭრილობები, ქვედა კიდურზე რბილი ქსოვილების დაზიანებით, უგრძელდებათ მკურნალობა”, – აღნიშნა ორჟონიამ.

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს დღეს, რამდენიმე საათის წინ შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...