მთავარისიახლეებიპოლიტიკათაკო ჩარკვიანი იმეორებს, რომ არ ენდობა ევროპულ საქართველოს. ხოლო ის რომ...

თაკო ჩარკვიანი იმეორებს, რომ არ ენდობა ევროპულ საქართველოს. ხოლო ის რომ გაერთიანებული ოპოზიცია შეიძლება სხვა აზრზეა,ბუნებრივია – ,,ეს არის თავისუფალი გაერთიანება და „ვისაც რა უნდა, იმას იტყვის”.

Published on

,, სერგი კაპანაძის  გასაგონად კიდევ გავიმეორებ, რომ „ევროპული საქართველოს” განცხადებები თანხვედრაში მოდის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის  განცხადებას, რომელმაც მის პოზიციას, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, „აბსურდული ცილისწამება” უწოდა.

„მე დიდი ხნის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ  სერგი კაპანაძის გასაგონად. დიახ, „ევროპული საქართველოს” მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებები გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ, თანხვედრაში მოდის ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის  პოლიტიკასთან. ივანიშვილმა კანონიც კი მიიღო იმისი, თუ როგორმე დაშალოს გაერთიანებული ოპოზიცია, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელმაც სილა გააწნა „ქართულ ოცნებას” და კერძოდ ივანიშვილს, ეს გახლდათ, არჩევნების მეორე ტური. ოპოზიციამ მაშინ მოიტანა გამარჯვება, როცა გაერთიანდნენ. დღევანდელ განცხადებებშიც, სისტემატურად ხდება გაერთიანებული ოპოზიციის უგულებელყოფა”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას, რომ ისინი იზიარებენ „ევროპული საქართველოს” მიდგომას და ჩარკვიანი თავისი პოზიციით ხომ არ ემიჯნება მათ, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის თავისუფალი გაერთიანება და „ვისაც რა უნდა, იმას იტყვის”.

ამასთან, ჩარკვიანი არასანდოდ უყურებს იმ მემორანდუმს, რომელზე ხელის მოწერაზეც მოუწოდებს მათ „ევროპული საქართველო” და აღნიშნავს, რომ იურიდიული გარანტიები არ აქვს.

„გაერთიანებული ოპოზიცია არის თავისუფალი გაერთიანება და ვისაც რა უნდა, იმას იტყვის. ვერავინ მიბრძანებს ვთქვა ის, რაც მე არ მინდა. მე რატომ უნდა ვენდო მემორანდუმს, რომელსაც შექმნიან? რა იურიდიული ძალა აქვს ისეთი ამ მემორანდუმს, რომ ვიფიქროთ, თურმე არ შეეკვრებიან ჩვენ რა ვიცით, რომ სერგი კაპანაძის  კვლავ არ გაქანდება ბოკერიასთან ერთად და არ შეეკვრება ბიძინა ივანიშვილს ?! თუ ნამდვილად შეასრულებენ, ჩვენ ყველანაირ მემორანდუმს მოვაწერთ ხელს”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პოზიცია, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ცილისწამებაა“.

როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მოითხოვს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას.

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...