თაკო ჩარკვიანი და განრისხებული მამაკაცები ევროპული საქართველოდან

0
518

,,ძალა ერთობაშია” კოალიციის ერთ-ერთი ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განცხადება, ,რომ ევროპული საქართველოსა და თავდემების ინიციატივას “თაღლითობის სუნი ასდის,” და რომ ევროპული საქართველო ოცნებასთან თანამშრომლობს.”

კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომლის პარტიაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრია, ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც საჯარო პირობის დადებას გულისხმობს იმასთან დაკავშირებით, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის გუნდთან 2020 არჩევნების შემდეგ კოალიციაში არ შევლენ. თაკო ჩარკვიანის თქმით, ამ პირობას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და შემოწმებაც შეუძლებელია, თავად „ევროპული საქართველო“ რას იზამს არჩევების შემდეგ:

„დავუშვათ გავაკეთეთ მემორანდუმი „ევროპულ საქართველოსთან“ და ისინი ჩაწერენ, რომ არ შეეკვრებიან ბიძინა ივანიშვილს, მერე რა იურიდიული საფუძველით ამაგრებს ამას, რითი შევამოწმებთ, სერგი კაპანაძე და ბოკერია, რომელმაც ხმები მოპარა საკუთარ თანაგუნდელებს და ისე შევიდა პარლამენტში, შეეკვრება თუ არა ბიძინა ივანიშვილს. ეს ხომ სასაცილოა იურიდიულად, მე ვიკითხე უბრალოდ რა იურიდიული საფუძველი ექნება იმ მემორანდუმს. თუ რაიმე კარგს დააპირებენ, გაერთიანებული ოპოზიცია ყოველთვის გაერთიანების მომხრეა“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღეს სერგი კაპანაძემ მოუწოდა კოალიციაში შემავალ პარტიებს, რომ მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ჩარკვიანის ამ განცხადებაზე.

ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული “ძალა ერთობაშია” კოალიციის ერთერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს, ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ჩარკვიანი კოალიციის ერთერთი სპიკერია, შესაბამისად, ევროპული საქართველო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციოს დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე. მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილთან თანხმობის ნიშანია. ევროპული საქართველოს პოზიცია ყველასთვის ცნობილია – მწვავე დისკუსია და კრიტიკა პოლიტიკური პროცესის აბსოლუტურად ნორმალური ნაწილია ჩვენსა და ენმ-ს შორის უზარმაზარი განსხვავებებია ბევრ პოლიტიკურ საკითხში. ვაპირებთ, მათ აქტიურ კრიტიკას, თუმცა არ ვაპირებთ ტალახის სროლასა და ცილისწამებას. ამისკენ მოვუწოდებთ ყველას და მათ შორის პირველ რიგში ენმ-ს და მათთან აფილირებულ ძალებს.“ევროპული საქართველო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის და “ძალა ერთობაშია” კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას თაკო ჩარკვიანის ბინძურ ცილისწამებაზე,” – ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანის მიერ გუშინ, მათ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის მოწოდება არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შესვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის  ინტერესებს ემსახურება – განაცხადა.“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ   

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გზით დასრულდება „ივანიშვილის მმართველობა“.

„ასეთი მოსაზრება ჩვენს მიერ, ისევე ზოგიერთი სხვა პარტიის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული და ბუნებრივია, მივესალმებით, რომ „ევროპულმა საქართველომაც” გაიზიარა იგი. ასეთი ინიციატივა ემსახურება არა ივანიშვილის ინტერესებს, არამედ მისი ერთმმართველობის დასრულებას”, – განაცხადა რომან გოცირიძემ

წინა სტატია19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო
შემდეგი სტატიაჯერ გადახტი და მერე დაიძახე ჰოპ! ევსაქებისინიციატივასერთსულოვანი აღტაცება არ მოყოლია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური