მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სირცხვილია - ერთად ერთის წინააღმდეგ '' ზუგდიდში საპროტესტო აქცია...

,,სირცხვილია – ერთად ერთის წინააღმდეგ ” ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Published on

ზუგდიდში , მერიასთან დაიწყო აქცია ,,სირცხვილია – ერთად ერთის წინააღმდეგ ” ზუგდიდელი ,და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ხმას უერთებენ თანამოაზრეებს, რომელნიც მესამე თვეა რუსთაველზე აპროტესტებენ ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც მეშვიდე სწელია ებრძვის ეროვნულ, დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამ პოლიტიკის გაგრძელება იყო ე.წ. გავრილოვის ღამე, როცა ქართულმა მარიონეტულმა ხელისუფლება რუსული სისასტიკით დაარბია საკუთარი მოსახლეობა – თვალები დასთხარა ახალგაზრდობას, რეზინის ტყვიები და ხელკეტები დაუშინა მათ, ვინც პარლამენტის წინ აპროტესტებდა საქართველოს ოკუპაციას და ოკუპანტი ქვეყნის მაღალი ჩინოსნის პატივით მიღებას საქართველოს პარლამენტში.

სირცხვილია ცეკვავდე მტრის დაკრულზე.

სირცხვილია პრემიერ მინისტრად ნიშნავდე ყოფილ შშ მინისტრს, რომელმაც არათუ იგრძნო რამე სირცხვილისა და სინანულის მსგავსი, არამედ ამაყობს თავისი მოქმედებით და თავის თავს ქვეყნის გდამრჩენად სახავს.

დღეს ზუგდიდის აქციაზე შეკრებილი არიან ისინი, ვისთვისაც რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოს ხვალინდელი დღე.

შეკრებილებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით – “რუსეთი ოკუპანტია”, “არა ოკუპაციას”. აქ არის ევროკავშირის დროშები. ასევე ბუშტები წარწერით “სირცხვილია”. რამდენიმე მონაწილეს ცალი თვალი წითელი ნაჭრით აქვს ახვეული. ისმის პროტესტის ნიშნად სასტვენების ხმა.

აქციის დაწყებამდე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარააშვილმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და თბილისიდან რეგიონებში ინაცვლებენ საპროტესტო მუხტით.

ისინი აპროტესტებენ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. ამბობენ, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ოკუპაციის იგნორირება ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. აქ ისმის მუსიკა “გახარიას უხარია”.

აქციაზე იმყოფება ბაჩანა შენგელია, რომლის დედა ია კერზაია იქცა სიმბოლოდ ღირსეული ადამინიასა, რომელიც უღირსმა ხელისუფლებამ იმსხვერპლა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ხელისუფლება ზუგდიდს9ც ისე როგორც მთელ საქართველოში უპირისპირდება ხალხის აზრს და მისი გამოხატვის თავისუფლებას.

„20 ივნისს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ოკუპაციის იგნორირებამ და “გავრილოვის ღამეს” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ საზოგადოება გააერთიანა ერთი კონკრეტული გზავნილის გარშემო – #სირცხვილია/ ადამიანები პროტესტს ერთნაირად მწვავედ გამოხატავდნენ როგორც ცენტრალური, ისე იმ რეგიონული მმარველობების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ პრორუსულ განცხადებებს. 20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებსა და სახელმწიფო პოლიტიკას“, – ააცხადებენ აქციის ორგანიზატორები


სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...