მთავარიUncategorizedერთად ერთის წინააღმდეგ! _ ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ერთად ერთის წინააღმდეგ! _ ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდის მერიასთან მოძრაობა ,,სირცხვილიას,, ორგანიზებით აწცია გაიმართა სახელწოდებით – ერთად ერთის წინააღმდეგ. აქციას უძღვებოდა სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, აქვე იმყოფებოდნენ მე- 6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია და ასევე აქციის სხვა მონაწილეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ,,20 ივნისს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ოკუპაციის იგნორირებამ და “გავრილოვის ღამეს” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ საზოგადოება გააერთიანა ერთი კონკრეტული გზავნილის გარშემო – #სირცხვილია

ადამიანები პროტესტს ერთნაირად მწვავედ გამოხატავდნენ როგორც ცენტრალური, ისე იმ რეგიონული მმარველობების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ პრორუსულ განცხადებებს.

20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებსა და სახელმწიფო პოლიტიკას.,, – აცხადებენ აქციის მონაწილეები

სიახლეები

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვიეს – შსს ლიბერთიზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის...