მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილი უნდა წავიდეს ისე, რომ ვერ დატოვოს ქაოსი'' - ევროპული საქართველოსა“...

,,ივანიშვილი უნდა წავიდეს ისე, რომ ვერ დატოვოს ქაოსი” – ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბრიფინგი

Published on

ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“.

შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ,  გიგა ბოკერიამ  და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს.

“მთავარი შეკითხვა, მთავარი მოწოდება და მთავარი მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების არის ცვლილებები. ივანიშვილი უნდა წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ და წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას – ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არ შევალთ კოალიციაში. ცალკე აღებული ივანიშვილის მთავრობა 50%-ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მზად არიან ამ საკითხზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამავე საკითხზე მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის დაწყებისთვის.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...