ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართა
,,ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამ მოძრაობს ერქმევა “ლელო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, ,,სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც “ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება”.- ანიდნა მან.
სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ იბატონებდა შური, სიძულვილი, უნდობლობა. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ ლელო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ უნდა დავძლიოთ დამარცხებულის სინდრომი. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი, ახლა არის გამარჯვებისთვის გაერთიანებისა და ლელოს გატანის დრო” – აღნიშნა ჯაფარიძემ. ამიტომ ვეძებთ ლიდერებს მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.
“ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არ არის მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია.
ხაზარაძის განცხადებით, მან მეგობრებთან ერთად შექმნა 10 ათასი სამუშაო ადგილი, ქვეყანაში შემოიტანა მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია, გადაიხადეს და იხდიან ასეულობით მილიონი ლარის გადასახადს ბიუჯეტში და ეს შექმნეს „იმ რთულ ვითარებაში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია“.
“ჩვენ ეს შევძელით, თქვენ ეს შეძელით თქვენს წარმატებულ კომპანიებში.
აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს. აქ ვართ ისინი, ვინც მივხვდით, რომ ცალცალკე ვერ წავალთ წინ… ეს ადამიანები ჩვენ გარშემო არიან. რატომ მე და თქვენ? – ეს მთავარი კითხვაა და მე ეს დავუსვი ჩემ თავს. როგორც რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი. ჩვენ არავის ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში… ჩვენ სანთლით უნდა ვეძებოთ ის ადამიანები, რომლებმაც წარმატების ფორმულა იციან თავიანთ სფეროებში. იმიტომ, რომ მივხვდი გაიზარდა ნაპირი ადამიანებს შორის, სხვადასხვა მიზეზის გამო – არასწორი პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, განათლების გამო. ჩვენ აქეთ აღმოვჩნდით და არიან ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან. შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოსნებს, რომლებმაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს და გავახილე თვალი – მე მინდა ახლა საქმე გავაკეთო ყველასთვის, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, პერსპექტივა ადამიანებისთვის და ნიადაგი ნიჭიერი ხალხისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. მათ დაბრუნების საშუალება უნდა მივცეთ. პირველი ნიშანი გამარჯვების იქნება, როცა ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.
ვიცი, რომ პოლიტიკაში კონკრეტული მიზნები და თარიღები არ უნდა დასახო, მაგრამ ჩვენ პირიქით გავაკეთებთ და ქვეყანა ან გამოვა ამ მენტალური ჭაობიდან, ან დავრჩებით.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენა ბადრი ჯაფარიძე, მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე. მოძრაობის უკვე ცნობილი წევრები ამბობენ , რომ მოძრაობას შეუერთდნენ ერთი მიზეზით – დღეს საზოგადოება საჭიროებს მნიშვნელოვან სიახლეს, რადგან წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტის დაჩქარება სასიცოცხლოდ აუცილებელია ხალხისთვის, რომლის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.