მთავარისიახლეებიპოლიტიკაკვიციანს კინაღამ ყურის ბარაბანი გაუხეთქესო - შეშფოთებულია გიორგი ლომია

კვიციანს კინაღამ ყურის ბარაბანი გაუხეთქესო – შეშფოთებულია გიორგი ლომია

Published on

,,რა ინციდენტიც მოხდა ბატონ ემზართან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი და უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება. არ უნდა გვეშინოდეს, თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, რომ გინება არის სიტყვის თავისუფლება, უნდა ავუხსნათ, რომ გინება არის შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის გამოხატვა.

როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ჯერ ერთი, ეს არის ფიზიკური დაზიანება. შეიძლება მას ყური დაუზიანდეს, არ არის პატარა ბავშვი ემზარ კვიციანი. მეორეც, როდესაც გოგო აგინებს და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიჰყავს და ის გოგო არ გაარიდა იქაურობას და არც იმ “ვაჟკაც ბიჭებს” არ არიდებს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა გიორგი ლომიამ ბიუროს სხდომაზე 8 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, როცა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აგინა სირცხვილიას აქტივისტებს, ოპერატორებს და პოლიციელებს, ასევე, დაარტყა აქციის რამდენიმე მონაწილეს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...