მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქვიშის წვიმა" ანაკლიაში და ეკოლოგიური საფრთხის წინაშე მდგარი საკურორტო ზონა

“ქვიშის წვიმა” ანაკლიაში და ეკოლოგიური საფრთხის წინაშე მდგარი საკურორტო ზონა [Video]

Published on

ანაკლია ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას, საგანგაშო ვითარება საკურორტო ზონაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობისას ქვიშის მასა ამოიღეს, ხოლო სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუსაძლისი მდგომარეობაა მაშინ, როცა ქარია და პრობლემასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევთ. მოსახლეობა ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების საშიშროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ვინმემ, რადგან ეს არის სრული გულგრილობა და მოსახლეობის გაწირვა სასიკვდილოდ. ძლიერი ქარის გამო ანაკლიაში ტურისტების ნაკლებობაა, დაცარიელებულია სანაპირო ზოლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ქვიშამ მოსახლეობის სახლები დააზიანა. საგრძნობლად გაუარესებულია ხილვადობა, მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, საკურორტო ზონაში ცხოვრება საშიში და სახიფათო გახდა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...