მთავარისიახლეებისაზოგადოებახალხის რეაქცია: ,,სირაქლემას კვერცხები ხუთჯვრიანი დროშების ნაცვლად'' და ზუგდიდის მერიის დარცხვენილი...

ხალხის რეაქცია: ,,სირაქლემას კვერცხები ხუთჯვრიანი დროშების ნაცვლად” და ზუგდიდის მერიის დარცხვენილი განცხადება, რომ საყვავილეებს სხვაგან გადაიტანენ [Video]

Published on

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დიმიტრი ფაცაცია აცხადებს, რომ შადრევნებთან განთავსებულ საყვავილეებს დღეს საღამოს იუსტიციის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ.

გუშინ სოციალურ ქსელსა და მედიაში ზუგდიდის შადრევანთან დადგმული საყვავილეების კატასტროფულ დიზაინს, ადგილსა და ცქრიალა შადრევნის არქიტექტურული კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილ მასშტაბებს მოქალაქეების მწვავე რეაქცია მოყვა – საყვავილეებს უკვე მოუძებნეს სხვადასხვა სახელი: სირაქლემას კვერცხები, დევის კვერცხები , რუსული კვერცხები და სხვა , რომლებშიც ძნელი არ არის ამოიკითხო, რას ფიქრობს ხალხი ,,ამა საქმეთა შემოქმედზე” და ვის მიემართება ეს ირონია.

მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა იხტიბარს არ იტეხენ და თავს იმართლებენ, რომ საყვავილეები აქ მხოლოდ დროებით დაიდგა. სხვათა შორის, ქალაქის ცენტრში განთავსებული შადრევანი მახინჯი და უგემოვნო ფიგურების დროებითი საწყობი არ არის.

კიდევ ერთი ,,სხვათა შორის”: იუსტიციის სასახლეც არ იმსახურებს იმას, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია დიზაინერული ეკლექტიკის ნიმუში გახდეს – იქ უკვე დგას გიგანტური კონუსური კლუმბები.

მესამე ,,სხვათაშორის”: როგორც სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებლის კომენტარშია ნათქვამი, ჯერ იყო და, შადრევანზე საქართველოს დროშას იაპონიის დროშა თუ ჭიამაიას კოპლები არჩიეს, ახლა კიდევ ეს კვერცხები ,,შეტენეს.” რას ერჩიან ამ შადრევანს, ხალხმა კი იცის, მაგრამ მერიაში ეტყობა არ იციან, რომ ხალხმა იცის, რაშია საქმე

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...