აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

0
566

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, – ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა.

მეორე „კანდიდატმა“ ალხაზ კვიწინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტური“ 8 სექტემბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობა 65.98 პროცენტი იყო

რაულ ხაჯიმბამ ჯერ კიდევ წუხელ, საარჩევნო უბნების დახურვიდან მოკლე ხანში განაცხადა, რომ ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. “წინასწარი შედეგებით, გამარჯვება ჩემია. მაგრამ მე გამარჯვება არ მინდა ჩემთვის, გამარჯვება ხალხისთვის მინდა”, -განუცხადა მან თავის მომხრეებს.

ალხას კვიწინია კი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გასაჩივრებას გეგმავს, მით უფრო, რომ სხვაობა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის დაახლოებით 1000 ხმაა.

ევროკავშირი არ ცნობს „კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც 25 აგვისტოს, ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ხოლო 8 სექტემბერს მეორე რაუნდი იმართება“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის, ჟან-კრისტოფ ბელიარდის მიერ, კავშირის სახელით მეორე ტურამდე გავრცელებულ განცხადებაში

წინა სტატიავანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის შეურაცხმყოფელი პოსტები ფეისბუკზე [Foto] [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური