რა სურთ ქალებს? – გახარიამ აქედანვე უნდა დაგეგმოს ვიზიტები მოსკოვში ჰიბრიდული ომისა და ნაციონალური მოძრაობის დასასრულებლად: ერთად ჩვენ შევძლებთ!

0
515

,,მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ, ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან – ასე მიმართა გიორგი გახარიას პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრაზე ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების წევრებთან.

,,კარგია ჟენევის და კარასინ-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით მხარს ვუჭერდით ამ ფორმატებს. მათ თავისი ფუნქცია გააჩნიათ და შინაარსი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ჩვენ ამ ორ ფორმატში, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც, პატარა მაინც წარმატებას და წინსვლას. რატომ? იმიტომ რომ დიდი ხანია, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო სერიოზულ და ფართომასშტაბიან სამუშაოსთვის ამ საკითხში. ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ოსეთთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა. ამაში კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ, ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში.

,გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქვეყანაში ფაქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომი, რომლის ქრესტომატიული გამოვლინება არის ის, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა, ცდილობს რა შექმნას არეულობის და არასტაბილურობის განცდა მოსახლეობასა თუ უცხოელებში. ამასთან ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას. მან ეს უკვე დაამტკიცა. ამდენად მისი მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიააქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას Facebook-ზე გამოეხმაურა.

ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმინისტობის კანდიდატს გიორგი გახარიას განუცხადა, რომ მისი მუქარა ენმ – ს მიმართ ცარიელ სიტყვებად არ უნდა დარჩეს და კოჰაბიტაცია დასრულდეს.

,,ნაციონალურ მოძრაობასთან ეს ე.წ. კოჰაბიტაცია თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი.ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები – ” მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ”, და ა.შ.ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ნახავთ

წინა სტატია,,ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ” – ინაშვილი გახარიას თხოვს ერთი კვირით დანიშნოს მთავარ პროკურორად
შემდეგი სტატიაქობულეთში, მშენებლობაზე უცხოელი მუშა დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური